logo
ENG



შავ ზღვაში აშშ-ს ხომალდი, "დონალდ კუკი" შემოვიდა

24 ნოე 202010:58
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/24/btmc7qhovkmfiyb.jpg
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკული სამხედრო ხომალდი, "დონალდ კუკი" შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი, რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა. საელჩო, ასევე ავრცელებს ხომალდის მეთაურის, კელი ჯოუნსის კომენტარს:
 
"შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და "დონალდ კუკს" მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა".
 
აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს, მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
 
"მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ", - წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში. 

close დახურვა